სასკოლო სახელმძღვანელოების საჯარო სკოლებისათვის ეტაპობრივად გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში მივიდა და წიგნების გადაცემის პროცესს გაეცნო.
წელს პირველად, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სახელმწიფოსაგან სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. სექტემბერში მოსწავლეებს წიგნები საკუთარ სკოლებში დახვდებათ. ამ ეტაპზე სამი მილიონი (60%) სასკოლო სახელმძღვანელოა დაბეჭდილი.
საქართველოს მასშტაბით სახელმძღვანელოების დარიგების პროცესი 18 ივნისს დაიწყო, სახელმძღვანელოთა 50% უკვე გადაეცათ ზესტაფონის, ქობულეთის, აბაშის, გარდაბნის და მცხეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს. სახელმძღვანელოთა საჭირო რაოდენობის 50-50% გადაეცა თბილისის 44 საჯარო სკოლას.
წიგნების სკოლებისათვის გადაცემა ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. პროეცესი არის კარგად ორგანიზებული და შესაბამისად, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.