გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგს თეა საძაგლიშვილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სამინისტროს ჯილდო-სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა.
ხიდისთავის დაწყებითი კლასების მასწვლებელმა „ამაგდარი“ სწავლების ახალი მეთოდების დანერგვისა და მიღებული შედეგების გამო დაიმსახურა. სამინისტროს ჯილდო განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანებს მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ.
თეა საძაგლიშვილმა 2012 წელს ფორუმზე ,,პარტნიორები განათლებაში“ საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა. 2012 წლის მასწავლებელთა ევროპის ფორუმზე ნომინაციაში: ყველაზე ინოვაციური პროექტები - მესამე ადგილი დაიმსახურა. თეა საძაგლიშვილი მასწავლებელთა მსოფლიო ფორუმის მონაწილეა.