თანამშრომლობის მიზანია ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებათა მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რაც მომავალი თაობისათვის მოგზაურობისა და ტურიზმის კულტურის დანერგვას ადრეული ასაკიდანვე დაეხმარება.
ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის, ახალგაზრდა თაობის თვითშემეცნების გაზრდის მიზნით, ხელმომწერი მხარეები ვალდებულებას იღებენ დაგეგმონ და განხორციელონ ერთობლივი ღონისძიებები.