სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. სემინარის მონაწილეთა შორის იყვნენ: საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, უმაღლესი განათლების სისტემის ორგანიზებისა და განვითარების საკონსულტაციო ჯგუფის წევრები, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, განათლების კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ფონდების, რუსთაველის ფონდისა და ტემპუსის ოფისის წარმომადგენლები.
სემინარზე განხილული იქნა შემდეგი თემები:
უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით სემინარები, დისკუსიები და სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. აგვისტოს შუა რიცხვებში საქართველოში ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკლაუს ლარგიერი (ქალაქი ბერკლი, კალიფორნია) ჩამოვა.