„საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა საქართველოში“ ერთ-ერთია იმ ოთხ პროექტს შორის, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში” ახორციელებს. პროექტი წყნეთში - „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის“ ბაზაზე 16 ივნისს დაიწყო და 6 ივლისს დასრულდა.
სამეცნიერო საზაფხულო სკოლის მონაწილეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების მესამე ტურის (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) შედეგებისა და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნის საფუძველზე შერჩეული მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ. საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავდა როგორც აკადემიურ, ისე არააკადემიურ პროგრამებს.
10 საუკეთესო მოსწავლე, რომელიც პროექტის „გამარჯვებული მოსწავლეების ვიზიტი CERN-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში“ ფარგლებში შეირჩა, CERN-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში გაემგზავრა. მოსწავლეები ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდებიან, უახლეს ტექნოლოგიებს, ახალ აღმოჩენებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნობიან, რაზეც ცერნის მეცნიერები მუშაობენ.