საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით, საქართველოში იმყოფება კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკლაუს ლარგიერი. უცხოელმა ექსპერტმა, საუნივერსიტეტო მოწყობის საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამდღიანი სემინარი გამართა.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. სემინარის მონაწილეთა შორის იყვნენ: საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, უმაღლესი განათლების სისტემის ორგანიზებისა და განვითარების საკონსულტაციო ჯგუფის წევრები, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, განათლების კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ფონდების, რუსთაველის ფონდისა და ტემპუსის ოფისის წარმომადგენლები.
სემინარზე განიხილეს შემდეგი თემები:
უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარე წლის ივლისში ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორმა ტასილო შმიდტმაც გამართა. დისკუსია გაიმართა თემებზე: უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების ავტონომია - ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლები; უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების მართვა; უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების სამრჩევლო ორგანოები და სხვ.