აქვე გაცნობებთ, რომ ,,საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის №25/ნ ბრძანების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად სერტიფიცირების ეტაპისათვის რეგისტრაცის საფასური შეადგენს 35 ლარს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თანხის შეტანა ხდება მართვის სისტემის საბანკო ანგარიშზე.
იმ პირებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2012 წლის სერტიფიცირების პროცესის ტესტირების ეტაპი და 2013 წელს ჩაერთვებიან მხოლოდ გასაუბრების ეტაპიდან, სერტიფიცირების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში, შეუძლიათ განცხადებით მიმართონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და განცხადების შეტანიდან უმოკლეს ვადაში, განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე დაუბრუნდებათ მითითებული თანხა.