საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი საჯარო სკოლების აშენების გადაუდებელი საჭიროება განსაზღვრა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ჩართულობით, ცხრა ახალი საჯარო სკოლა შემდეგ სოფლებში აშენდება:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიგა უმეკაშვილმა დღეს, უკვე გაწეული სამუშოები შეაჯამეს და სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული შემდგომი ეტაპები განსაზღვრეს.
ამ ეტაპზე დასრულებულია სამი სოფლის ლამბალოს, სამღერეთისა და ახალი დიოკნისის საჯარო სკოლების საპროექტო სამუშაოები, ასევე პროცესშია საპროექტო და მოსამზადებელი სამუშაოები დანარჩენ ექვს სკოლაში.
სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან იგეგმება და საშუალოდ ერთ წელს გაგრძელდება.
გეგმის თანახმად, წილკნის, მუხრანისა და აბანოს საჯარო სკოლები კონტიგენტს უკვე მომავალი სასწავლო წლიდან მიიღებენ. ხოლო 2014 წლის ბოლოს დასრულდება ბუღაშენის, ახალი დიოკნისის, სამღერეთის, სადგურ სვირისა და წიფნარის საჯარო სკოლების მშენებლობაც. რაც შეეხება სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლას, პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, სამუშაოები წელიწადნახევარს გასტანს.
სამინისტრო აღნიშნულ სამოქმედო გეგმებს ცხრავე სოფლის მოსახლეობას ადგილზე გააცნობს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალ წელსაც გააგრძელებს ახალი სკოლების მშენებლობის გადაუდებელი საჭიროებების განსაზღვრას.