მართალია, წინ ყველას დიდი შრომა გველის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ გემსახუროთ, ყველა პირობა შეგიქმნათ და ხელი შეგიწყოთ წარმატებების მიღწევაში!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტია განათლების ხარისხის უზრუნველყოფა. სამინისტროს მიზანია, სრულფასოვანი განათლება მიიღოს ყველა მოსწავლემ, განურჩევლად იმისა, რომელ რეგიონში სწავლობს, ყველა სკოლას თანამედროვე და კეთილმოწყობილი გარემო, საერთაშორისო სტანდარტების სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკები, ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტები და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, კომფორტული სასკოლო ავეჯი და ახალი ინვენტარი ჰქონდეს.
ვიზრუნებთ, რომ მასწავლებლის პროფესია საამაყო გახდეს და ყველა მოსწავლემ შესაძლებლობის ფარგელბში წარმატებებს მიაღწიოს.
მჯერა, ბევრი მოსწავლე თუ მასწავლებელი საკუთარი მიღწევებით გაგვახარებს!
თამარ სანიკიძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი