რუსთავის მე-12 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ სკოლებს შორის, სადაც ზაფხულის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, გაკეთდა გადახურვა, წყლისგაყვანილობა, მოწესრიგდა საკლასო ოთახები და სკოლის ეზო. სკოლა ორსექტორიანია და 500 მოსწავლე ჰყავს. 42 პედაგოგიდან 21 სერთიფიცერებულია, სკოლის კურსდამთავრებულთა 95% წელს სტუდენტი გახდა. დიდ წარმატებებს აღწევენ მოსწავლეები სასკოლო ოლიმპიადებში.
რუსთავში 26 საჯარო და 13 კერძო სკოლაა. საჯარო სკოლები ყველა რეაბილიტირებულია, მათ შორის მიმდინარე წელს 15 სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ყველა სკოლაში ახალი სახელმძღვანელოები და „ბუკებია“ შეტანილი. თხუთმეტივე სკოლაში ახალი სასწავლო წელი შეფერხების გარეშე დაიწყო.