23 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს, ორივე უნივერსიტეტში მივიდა, სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.
მინისტრმა განსაკუთრებულად ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველკურსელებს მიულოცა და მათ განვითარება, წინსვლა და ახალ -ახალი მიღწევები უსურვა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ახალ სასწავლო წელს 4 000-მდე პირველკურსელი ჰყავს. მათ შორის არიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტებიც.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 3000-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში არსებობს სწავლების სამივე საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა).