საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს სტაჟიორის კვალიფიციურ კადრად მომზადებას და მის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 4 (ოთხი) თვით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს (აგრეთვე კურსდამთავრებულებს).
სტაჟიორი მიიღება კონკურსის წესით, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.
დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე: http://jobs.ge/63239/