საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორაგნიზებით, პირველად საშემოდგომო მიღებისას, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ჩაერთვებიან.
პროფესიულ სასწავლებლებში შემქნილია შესაბამისი პირობები, რათა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა შეძლონ სასურველი პროგრამების (მაქსიმუმ 3) მოსინჯვა. პროგრამის მოსინჯვისათვის განხორციელდა პირების საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასება, შეფასებებზე დაყრდნობით, პროფესიულ სასწავლებლებში დასაქმებული ინკლუზიური განათლების სპეციალისტების მიერ დაიგეგმა და წარმატებით ხორციელდება თითოეული პროფესიის შესაბამისი აქტივობები.
საქართველოში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიული განათლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის ფარლებში ხორციელდება. ინკლუზიური პროფესიული განათლების ეფექტური წარმართვისათვის 6 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინკლუზიური განათლების 18 სპეციალისტია ჩართული, ინკლუზიური განათლების ექსპერტების მხრიდან ხორციელდება პოროცესის მონიტორინგი.