სონია სონგულია 52 წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა, 1993 წლის სექტემბრამდე იგი სოხუმის ერთ-ერთ სკოლაში ქიმია - ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობდა, იყო სასწავლო ნაწილის გამგე, არის უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი, აფხაზეთში მუშაობის პერიოდში მინიჭებული აქვს აფხაზეთის დამსახურებული მასწავლებლის წოდება, პედაგოგ - მეთოდისტის კვალიფიკაცია.
დევნილობის პერიოდში სონია სონგულიამ მუშაობა აფხაზეთის დახელოვნების ინსტიტუტში ქიმიის მეთოდისტ - მასწავლებლად გააგრძელა, 2005 წლიდან კი, ქალბატონი სონია აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელია, იგი უფროსკლასელებთან მუშაობს და მათ დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს.