კონფერენციის მიზანი იყო სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების დასახვა და რეკომენდაციების შემოთავაზება, რომლებიც გათვალისწინებული იქნება სკოლამდელი განათლების ერთიანი სახელმწიფო ხედვისა და პოლიტიკის შექმნის პროცესში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები შემდეგ საკითხებზე:
გარდა ქართველი ექსპერტებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისა, კონფერენციას ასევე, ესწრებოდნენ სკოლამდელი განათლების პოლონელი ექსპერტები, რომელთაც მიმოიხილეს მათი საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი პერიოდის საქმიანობები და ქართველ კოლეგებს გაუზიარეს პოლონეთის გამოცდილება სკოლამდელი განათლების სფეროში.
კონფერენციის შემდგომ, ოქტომბრის თვეში, საქართველოს უნივერსიტეტების ადრეული განათლების ახალგაზრდა მკვლევარებისათვის ვორქშოფი გაიმართება, რომელიც სკოლამდელი განათლებით დაინტერესებულ სტუდენტებს ამ სფეროში არსებული სიახლეებისა და კვლევების გაზიარების საშუალებას მისცემს.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული პრობლემატიკის გამოკვეთას, ხოლო შემუშავებული რეკომენდაციები საფუძველს ჩაუყრის იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც აღნიშნულ სფეროში უნდა განხორციელდეს და გათვალისწინებული იქნება სკოლამდელი განათლების საკანონმდებლო ბაზის გამართვის პროცესში.