საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ინკლუზიური განათლების მასწავლებელთათვის ტრენინგი ჩატარდა. ღონისძიებას თბილისისა და რეგიონის მასწავლებლები ესწრებოდნენ.
მასწავლებლები გაეცნენ Microsoft-ის მიერ შექმნილ ოპერაციულ სისტემასა და საოფისე პროგრამებს, რომელშიც ჩასმულია ფუნქციები, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის მუშაობის და სწავლის გარემოს აუმჯობესებს.
ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა:
ტრენინგის მიზანი იყო მასწავლებლებისათვის მიაწოდებია ინფორმაცია ინკლუზიური განათლებისთვის არსებული ტექნოლოგიების შესახებ. ეს ტექნოლოგიები ეხმარება მასწავლებელს მოსწავლეებს შეუქმნას ისეთი გარემო, სადაც ყველას ექნება თანაბარი წვდომა განათლებაზე.