საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტუანისტიკის ცენტრში ნებისმიერ სტუდენტს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ისე, სხვა სასწავლო დაწესებულებებიდან, ასევე, ყველა მსურველს, რომელსაც უნდა შეისწავლოს ლიტვური ენა, საშუალება აქვს უფასოდ დაესწროს ლექციებს. სალექციო კურსს ლიტვიდან სპეციალურად მოწვეული პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი კითხულობს.
სტუ-სა და კლაიპედის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სტუდენტები, რომლებიც ლიტვური ენის ცენტრში ენის კურსებზე ისწავლიან შესაძლებლობა ექნებათ ენის შესწავლა (მოკლე საზაფხულო ენის კურსები) ლიტვაში გააგრძელონ. ასევე ენის ცოდნა მათ დაეხმარებათ გაცვლითი საბაკალავრო პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა. სტუდენტები, რომლებიც ლიტვურ ენას დაეუფლებიან ნაკლები კონკურეციის პირობებში მოხვდებიან და შეძლებენ სწავლის გაგრძელებას კლაიპედის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის ფარგლეში. ცენტრში დღეისათვის 100-მდე სტუდენტი სწავლობს, აქედან რამოდენიმემ უკვე მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა ენის შემსწავლელ თუ, საბაკალავრო გაცვლით პროგრამაში.
ლიტვური ენის შემსწავლელი ცენტრის ფუნქციონირება ქართულ-ლიტვური კონტაქტების გაღრმავებას შეუწყობს ხელს და ყველა მსურველს დაეხმარება ენის შესწავლასთან ერთად, გაეცნოს ლიტვის ისტორიას, მის კულტურას, წეს-ჩვეულებებს. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეკუთვნის, დაფინანსება კი, ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ის სტუდენტები, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ლიტვური ენის შემსწავლელ ცენტრში ენის კურსს გადიან, განსაკუთრებული მიღწევების შემთხვევაში, ლიტვის მთავრობისგან სტიპენდიას მიიღებენ.