საქართველოს განათლებისა და მენციერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ამჯერად, ქვემო ქართლის რეგიონის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს გააცნეს. სამუშაო შეხვედრები მარნეულსა და რუსთავში გაიმართა.
პრეზენტაცია, რომელიც შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა:
პრეზენტაციაში ასევე წარმოდგენილი იყო პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებული სიახლეები.
სამუშაო შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. რეგიონის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. მათ ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები გამოეთქვათ. ანალოგიური შეხვედრები ყველა რეგიონში გაიმართება.