საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი, პერსონალური კომპიუტერები ამჯერად რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების იმ მეათეკლასელ მოსწავლეებს გადაეცათ, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები). პერსონალური კომპიუტერები მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნატა ასათიანმა გადასცა. საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 1468 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.
2013 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
სწავლეთა წახალისების პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას. პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის.