შეხვედრის დასაწყისში, თამარ სანიკიძემ და სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ბერიაშვილმა, სტუდენტების თხოვნით, უმაღლესი განათლების შესახებ მომზადებულ ახალ კანონპროექტზე ისაუბრეს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებმა ყველა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან შეკითხვაზე უშუალოდ მინისტრისაგან ამომწურავი პასუხები მოისმინეს.