12.11.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველად საქართველოს საჯარო მმართველობაში, IT აუდიტის
პილოტურ პროექტს იწყებს. პროექტი საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
საზოგადოება ,,GIZ” ორგანიზებით ხორციელდება.
პილოტური პროექტის ფარგლებში,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსთან ალექსანდრე ონოფრიშვილთან IT აუდიტში ჩეხ საერთაშორისო ექსპერტთან პიტერ გრეშლისთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია
დეპარტამენტმა მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი IT აუდიტის გამოცდილება, აუდიტის სამუშაო ჯგუფის წევრებმა
შეძლონ ქმედითი რეკომენდაციების გაცემა ინფორმაციული
ტექნოლოგიების სფეროში.
პიტერ გრეშლის IT
აუდიტში 8 წლიანი, ხოლო IT ბიზნესში, შესაბამისობის აუდიტსა და რისკ-მენეჯმენტში
15 წლიანი გამოცდილება აქვს. საჯარო სექტორში
ექსპერტიზა აქვს გაწეული ჩეხეთის განათლების, კულტურისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროებისთვის, სახელმწიფო
შიდა ფინანსურ კონტროლთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობდა ალბანეთში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში.
,,სახელმწიფო შიდა ფინანსური
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს
5 სახის აუდიტის განხორციელებას. ამ ეტაპისათვის, ქვეყანაში ძირითადად მხოლოდ ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი ტარდება.
გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა
აუდიტის დეპარტამენტი, სადაც მიმდინარე წელს, პილოტურ რეჟიმში სისტემური აუდიტი განხორციელდა და ასევე, პილოტურ
რეჟიმში ინფორმაციული ტექნოლონგიების აუდიტის განხორციელება დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მიღებულ გამოცდილებას
შემდგომში სხვა სამინისტროებს გაუზიარებს.