საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა გიგა უმიკაშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს მოსახლეობისთვის ახალი სკოლის მშენელბლობის პრეზენტაცია გამართა.
სოფელ აბანოს საჯარო სკოლა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაინგრა/ ბოლო 13 წლის მანძილზე ანბანოს 50 მოსწავლე მაღაროთა სამმართველოს შენობაში იყო განთავსებული, თუმცა რთული პირობების გამო, 2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისში მათ ამ შენობის დატოვებაც მოუხდათ. უკვე რამდენიმე თვეა აბანოს მოსწავლეები და 16 პედაგოგი სოფელ საციხურის საჯარო სკოლაში აგრძელებენ სწავლას. ყოველდღიურად, მათი გადაადგილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული სატრანსპორტო საშუალებით ხორციელდება.
ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება. ამ დროისთვის უკვე ჩატარებულია ტენდერი და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა. ახალი სასწავლო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, გათბობის სისტემით, სპორტული და სააქტო დარბაზებით, ბიბლიოთეკითა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით. სკოლის შენობა 90 მოსწავლეზეა გათვლილი, მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში დასრულდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას იწყებს. მშენებლობების უმეტესობა მომავალი წლის ბოლოსთვის დასრულება.