პირველი ადგილის მფლობელი მარიკა თევზაძე გახდა ფილმით „ ხელები“, მეორე ადგილი წილად ხვდა გიორგი გელდიაშვილს ფილმისთვის „გასაფერადებლები, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე თამარ ხეთაგური გავიდა ფილმით „ ერთ სივრცეში“.
დაჯილდოვებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი კარლო კერვალიშილი, ევროკავშირის ელჩის მოადგილე ბორის იაროშევიჩი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კონკურსში „ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით“ მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ მობილური ტელეფონით გადაეღოთ სამწუთიანი ფილმი და შემოქმედებითი მიდგომით გაეშუქებინათ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთი ან რამდენიმე პროექტის საქმიანობა.