26.12.2013
საქართველოს განათლებისა და მეცინერების
სამინისტროს 2013 წლის საქმიანობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც
თამარ სანიკიძემ სამინისტროს
მიერ განხორციელებულ პროექტებსა და
სამომავალო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრის
ანგარიში მოისმინეს საქართველოს პრეზიდენტმა, მთავრობის
წევრებმა, საერთაშორისო
და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა.
„ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ახალი გუნდის
მთავარი ამოცანა გახლდათ ის, რომ არსებული რესურსები უფრო ქმედითი და სოციალურად ორიენტირებული გაგვეხადა.
საბიუჯეტო სახსრები ისე უნდა გადაგვენაწილებინა, რომ თითოეულ ოჯახს და სისტემაში დასაქმებულ
პირს ეგრძნო ცვლილებების დასაწყისი, მთავრობის მხარდაჭერა და რეალური განვითარება“
- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
2013 წლის განმავლობაში, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების
მიმართულებით დასახული მიზნების გასახორციელებლად,
არაერთი ახალი პროექტი აამოქმედა:
- ათასწლეულის MCC გამოწვევის მეორე
კომპაქტის ფარგლებში განხორციელდა 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია
განათლებაში;
- 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა
დაიწყო;
- 600-მდე სკოლის რეაბილიტაცია,
80-ზე მეტი სკოლის გაზიფიცირება და გათბობის საქვაბეების მოწყობა განხორციელდა, პროცესი
გრძელდება;
- სკოლის
პედაგოგების ხელფასი 26-60%-ით,
ხოლო ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალის ხელფასის 40-45%-ით
გაიზარდა;
- ხუთასი ათასამდე მოსწავლეს ხუთი მილიონ ცხრაასი ათასი უფასო სასკოლო სახელმძღვანელო გადაეცა;
- სკოლების
სასკოლო ტრანსპორტით უზრუნველყოფა (დღეს უფასო ტრანსპორტირებით 913 სკოლის
46 520 მოსწავლე სარგებლობს);
- საქართველოს ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტით;
- ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური
სამსახური შეიქმნა;
- „პროფესიული
ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსი”
შემუშავდა;
- ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის
სტრატეგია მომზადდა, განხორციელდა ახალი პროგრამები
და პროექტები სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის;
- საგანმანათლებლო
რესურსცენტრების განვითარება;
- ბიბლიოთეკებისა
და ბიბლიოთეკარის, სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტები შემუშავდა;
- გამჭვირვალე და სამართლიანი ჩარიცხვის წესი და სახელმწიფო
პროფესიულ სასწავლებლებში
განათლება სრულად დაფინანსება. მხოლოდ საშემოდგომო
შარიცხვის შედეგად სახელმწიფო სრული დაფინანსებით 9 000-მდე პირი სარგებლობს;
- ინკლუზიური პროფესიული
განათლება. წელს 51 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი ჩაირიცხა პროფესიულ
პროგრამებზე, 300-ზე
მეტმა პედაგოგმა შესაბამისი ტრენინგები გაიარა;
- პროფესიული განათლების სტრატეგია 2013-2020 წწ;
- პროფესიულ
განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის სტრატეგია;
- პროფესიული განათლების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა,
2014 წლიდან დაიწყება და მომავალი წლების
განავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება 26-მდე ახალი პროფესიული სასწავლებლის დაფუძნების პროცესი;
- პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურული განვითარება;
- პროფესიულ მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა;
- უმაღლეს განათლებაში დაფინანსდა სტრატეგიული
მიმართულებები - 17 ფაკულტეტზე 3 529 სტუდენტი ჩაირიცხა. სახელწმიფოს მიერ დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობამ სულ 9 981 სტუდენტი შეადგინა.
- სოციალური პროგრამის ფარგლებში 1411 სტუდენტი დაფინანსდა (განსხვავებით 2012
წლისგან, როდესაც დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა 798-ს შეადგინა);
- წელს პირველად სოციალურად დაუცველი სტუდენტები დაფინანსდნენ,
რომლებიც ჩარიცხულნი არიან 2011- 2012 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით.
- წელს პირველად ამოქმედდა სოციალური პროგრამა მაგისტრანტებისთვის (65 მაგისტრანტი)
და დოქტორანტების დაფინანსების პროგრამა (137 დოქტორანტი)
- სახელმწიფო
სტიპენდიები, 2013 წელს 2717 სტუდენტი იღებს სტიპენდიას.
- წარმატებით
მუშაობს ზაფხულის და ზამთრის სკოლები სტუდენტებისთვის;
- „ცოდნისკარის“ პროგრამის ფარგლებში (სწავლა საზღვარგარეთ) 2013 წელს დასაფინანსებლად გაიცა 3,707,048 მლნ. ლარი, რაც დაახლოებით მილიონი ლარით მეტია გასული წლის დაფინანსებასთან
შედარებით. სულ, მიმდინარე წელს 97 სტუდენტი დაფინანსდა.