საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის მოწვევით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია იმყოფება, მინისტრის არმენ აშოტიანის ხელმძღვანელობით. დღეს, თამარ სანიკიძემ სომხეთის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.
მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და პროექტები, ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ქვეყნებს შორის განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
სომხეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა სახვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებთან, სტუდენტებთან და მოსწავლეებთან, ასევე დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ქართულ და სომხურ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის.