2013-14 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის, დღეს, 11 საათზე ელექტრონული პორტალი გაიხსნა. ელექტრონულ პორტალზე: www.students.eqe.ge სტუდენტებს არჩევანის გაკეთება 13 თებერვლის 18 საათისა და 30 წუთის ჩათვლით შეეძლებათ.
მობილობის საფასური 40 ლარს შეადგენს თუმცა, სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა საქრთველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინერნეტის მეშვეობითაა შესაძლებელი.
მობილობის მსურველ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს 5 (ხუთი) საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიოს. მობილობის კონკურსი ხორციელდება სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებული საკონკურსო ქულის მიხედვით.
მობილობის შედეგები 14 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. თითოეულ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება თავად ნახოს სად მოიპოვა მობილობის უფლება. ამის შემდეგ, სტუდენტმა მიმღებ დაწესებულებას დაუყოვნებლივ უნდა მიაკითხოს.
მობილობის პროცესში სტუდენტები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით , SMS შეტყობინებებს მიიღებენ.
დღეს არსებული 67 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, კანონმდებლობის შესაბამისად, მობილობის პროცესში მონაწილეობას 7 საგანმანათლებლო დაწესებულება არ იღებს. დარჩენილი 60-დან, 47-მა 6982 ვაკანტური ადგილი გამოაცხადა.
სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლიდან მობილობის პროცესში მონაწილეობას შემდეგი უნივერსიტეტები არ იღებენ:
(2012-2013 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესში 5154 ვაკანტური ადგილი იყო გამოცხადებული და მონაწილეობა 1596 სტუდენტმა მიიღო).