კონკურსი „მე-ომბუდსმენი“ დაფუძნებულია ქსელურ ტექნოლოგიაზე და განხორციელდა ინტერნეტის საშუალებით. წელს ღონისძიებაზე მოწვეული იყო ამ კონკურსის ინიციატორი და დამაარსებელი არჩილ თალაკვაძე. „მე-ომბუდსმენი“ 2013 წელს მეოთხედ გაიმართა. კონკურსის საინფორმაციო კამპანია 2013 წლის სექტემბერში დაიწყო. სკოლებში გავრცელდა პლაკატები, ინფორმაცია ასევე გავრცელდა რადიო, ბეჭდური და ელექტრონული მედიით.
კონკურსის 1 ტური 30 სექტემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობა 466 გუნდის 932 მოსწავლემ მიიღო. მეორე ტურში 27 გუნდის 54 მოსწავლე გადავიდა. მესამე, საფინალო ტურში კი, 10 გუნდი და შესაბამისად 20 მოსწავლე გავიდა.
ფინალური რაუნდის ნაშრომები 4 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. ფინალის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით გაიმართა.