საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ შპს „სისხლის ბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სამინისტროს თანამშრომლებმა ლეიკემიით და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვების (0-8 წლამდე) სიცოცხლის გადასარჩენად უსასყიდლოდ სისხლი გაიღეს.
მ. იაშვილის სახელობის ცენტრალური საავადმყოფო ერთადერთია საქართველოში სადაც მკურნალობენ ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვები (0-8 წლამდე ). ამ ბავშვებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ახალი სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები დღეში 15-20 ერთეულის ოდენობით. ძალიან ხშირად იქმნება დეფიციტი, პაციენტის მშობლებს და მათ ახლობლებს სტრესულ მდგომარეობაში უწევთ დონორთა მოძიება. სწორედ, ამ გარემოების გათვალისწინებით გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მ. იაშვილის სახელობის ცენტრალურ საავადმყოფოსთან და ამით ჩაერთო ბავშვთა ლეიკემიურ დაავადებებთან ბრძოლის პროცესში.
სამინისტრო თავისი ჩართულობით დაეხმარება ლეიკემიით დაავადებულ მბავშვებს, მიიღებს მონაწილეობას ერთობლივ პროექტებში. სამინისტრო მჭიდრო თანამშრომლობით მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან, სისტემატურად გაეცნობა შპს „სისხლის ბანკის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს მათთვის სათანადო პირობების შექმნას შესაბამისი ქმედებების შეუფერხებლად განსახორციელბლად.