დოქტორანტთა ფინანსური მხარდაჭერისთვის დოქტორანტთა საგრანტო კონკურსი საქართველოში წელს პირველად ჩატარდა. დაფინანსდა ყველა სამეცნიერო მიმართულება: ქართველოლოგიის მეცნიერებები; ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები; საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები; საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტელეკომუნიკაციები; მათემატიკური მეცნიერებები; ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებები; სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; სამედიცინო მეცნიერებები; დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო; აგრარული მეცნიერებები.
დასაფინანსებელი პროექტის ხანგრძლივობა 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, მაქსიმალური თანხა, რაც შეეძლო კონკურსში მონაწილე დოქტორანტს პროექტის დასაფინანსებლად მოეთხოვა 21 000 ლარს შეადგენდა. დაფინანსება ითვალისწინებს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:
Goethe-Institut – Georgien,
British Council Georgia,
ალ. დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი;
თითოეულ პროექტს დამოუკიდებელი მაღალკვალიფიციური მეცნიერ-ექსპერტები აფასებდნენ. დაფინანსდა რანჟირებული სიის სათავეში მყოფი 135 დოქტორანტი. მათი დაფინანსება დაიწყო 2013 წლის ბოლოს.