კონფერენციის მიზანი იყო მეცნიერებისა და სახელმწიფო მართვის ურთიერთსასარგებლო კავშირების განმტკიცების, ასევე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ტექნიკურ მეცნიერებათა დარგში მოპოვებული მიღწევების საზოგადოებისთვის გაცნობისა და ზოგადად, პოლიტიკური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობა.
კონფერენცია პოლიტიკურ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და მის მუშაობაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგვაძე, მეცნიერები, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელთა რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.