პროექტში ჩართულ ესტონურ დაწესებულებებს წარმოადგენენ - ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო საგამოცდო და საკვალიფიკაციო ცენტრი, 8 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება (ტალინის პოლიტექნიკური სკოლა, პარნუს პროფესიული სწავლების ცენტრი, ესტონეთის საზღვაო სკოლა, იდა-ვირუს პროფესიული ტრენინგის ცენტრი, რაკვერეს ინდუსტრიული სკოლა, ოლუსტვერეს სერვისის და ეკომონიკის სკოლა, ტარტუს პროფესიული სწავლების ცენტრი, ტალინის სამშენებლო სკოლა) და მიზნობრივი დაწესებულება ფონდი „Innove“.
საქართველოს მხრიდან პროექტის მონაწილეები არიან - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი 8 სახელმწიფო დაწესებულება (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, პროფესიული კოლეჯი ,,მერმისი“, ბათუმის საზღვაო აკადემია (BSMA), საზოგადოებრივი კოლეჯი,,ახალი ტალღა“, საზოგადოებრივი კოლეჯი ,,იბერია“, საზოგადოებრივი კოლეჯი ,,აისი“, პროფესიული კოლეჯი ,,ფაზისი“, პროფესიული კოლეჯი ,,ოპიზარი“).
ქართულ-ესტონური პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემას, დაეხმაროს საქართველოს 8 საგანმანათლებლო დაწესებულებას პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებაში, როგორც ამას საქართველოს განათლების სისტემის მიზნები და პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს.