პროექტს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ, საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე შერჩეული, კერძო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია GOPA ახორციელებს. GOPA - ს წარმომადგენლებმა დღეს, საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს უკვე გაწეული სამუშაოები და დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.
GOPA საქართველოში ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო აქტივობებს ატარებს, ახორციელებს სისტემის ანალიზს, რის საფუძველზეც, შეიქმნება მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო შეფასების სისტემა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, GOPA საჭიროებებს გამოავლენს და პოლიტიკის განსაზღვრაში დახმარებას გაუწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის შესაბამის სააგენტოებს.
„ზოგადი განათელების ხარისხის გაუმჯობესების პროექტის“ პრეზენტაცია 2014 წლის 17 თებერვალს შედგა და საზოგადოების, დაინტერესებული მხარეების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია მიეწოდა პროექტის თაობაზე.