დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში, საქართველოს 122 საპილოტე საჯარო სკოლის დირექტორთა გადამზადება მიმდინარეობს თემაზე „სწავლების ინოვაციური მეთოდები და საკლასო დაკვირვება“. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით 2014 წლის 24 მარტიდან ხორციელდება. ტრენინგის მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგიოლე ლია გიგაური გაეცნო.
ტრენინგების მიზანია საჯარო სკოლის დირექტორების, როგორც სასწავლო პროცესის ხელმძღვანელების მხარდაჭერა, მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების პროცესში. ტრენინგები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს:
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მიზანია დაწყებითი კლასების მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება კითხვასა და მათემატიკაში. მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში, დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებისათვის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების შესახებ ინოვაციური ტრენინგ-პროგრამების ჩატარება ხორციელდება, ასევე განხორციელება სკოლის ბაზაზე არსებული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამის და მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიების შემუშავება.
G-PriEd-ის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სკოლებისათვის ისეთ მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების შექმნა და გადაცემა, როგორიცაა: საკითხავი მასალა მოსწავლეებისათვის, მანიპულატივები მათემატიკის სწავლებისთვის, თვალსაჩინოებები, შეფასების ინსტრუმენტები და სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა.