მედიაში პერიოდულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2014-2015 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსება 3 მილიონი ლარით მცირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხაზგასმით აცხადებს, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და გთავაზობთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო დაფინანსების სქემას წლების მიხედვით:
დასახელება | 2012 - 2013 | 2013 - 2014 | 2014 - 2015 | |
1 |
ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტების სრული ოდენობა
|
11,182,085.0 | 12,600,000.0 | 12,600,000.0 |
1.1 |
მათ შორის სრული და ნაწილობრივი ოდენობის გრანტები ბაკალავრიატის საგანმანათლებლო
პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის
|
8,924,792.0 | 9,020,000.0 | 9,165,000.0 |
1.2 | მათ შორის სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში | 1,118,208.0 | 2,520,000.0 | 2,520,000.0 |
1.3 |
მათ შორის "უცხო ქვეყნის მოქალაქეთა; ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა; ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა; ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა; ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას მოპოვებული ქულების მიხედვით; 2012 და 2013 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილი იმ სტუდენტებისათვის, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა და საკუთარი სურვილით, 2012, 2013 წლების საშემოდგომო ან 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევისას, აიღეს ვალდებულება თორმეტი თვის ვადით გაევლოთ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში" სასწავლო გრანტით დაფინანსება. |
1,139,085.0 | 1,060,000.0 | 915,000.0 |
2 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინასებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების მოცულობა |
0.0 | 10,200,000.0 | 11,295,000.0 |
სულ | 11,182,085.0 | 22,800,000.0 | 23,895,000.0 |