ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს კომიტეტის სხდომაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები დააყენა, როგორიცაა სამოქალაქო და დემოკრატიული განათლება, განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა - განათლების ხელმისაწვდომობა, მასწავლებელთა მონაწილეობა ევროპის საბჭოს „პესტალოცის“ პროგრამაში, უმაღლესი განათლების ხარისხის სისტემები, სწავლების ენები და ენობრივი პოლიტიკა.
ევროპის საბჭოს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის სახელმძღვანელო კომიტეტისა და ბიუროს საქმიანობა ზოგადი და უმაღლესი განათლების მრავალ მიმართულებას მოიცავს. კომიტეტის ბიურო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია საგანმანათლებლო სივრცეში სამეცნიერო ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებით, თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციებისა და პროგრამების შემუშავების პროცესში.
ბიუროში მუშაობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ევროპულ საუკეთესო გამოცდილებასთან დაახლოების პროცესში და ხელს შეუწყობს საქართველოს აქტიურ ჩართვას მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებში.