საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსულ მოქალაქეებს შეეძლოთ გაცნობოდნენ ინფორმაციას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებულ ყველა მნიშვნელოვან პროექტზე. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საინფორმაციო ბანერები, ბუკლეტები, თვალსაჩინოებები და პრეზენტაციები, ასევე წარმოდგენილი იყო საკონცერტო და სპორტული ნომრები მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით.