11.06.2014
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. სამუშაო
შეხვედრაზე ლია გიგაურმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად 2013-2014 სასწავლო
წელი შეაჯამა, სისტემაში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ
პედაგოგების შეკითხვებსაც უპასუხა და მათგან რეკომენდაციებიც მოისმინა.
ბორჯომში 20 საჯარო და 1 კერძო სკოლა
ფუნქციონირებს, რაიონის 600-მდე მასწავლებლიდან 50 სერტიფიცირებულია და ჩართულია მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების სქემაში. ახალი სასწავლო წლიდან პედაგოგთა კარიერული
ზრდის ახალი სქემა ამოქმედდება, რომელშიც
ჩართვა ყველა პედაგოგს
შეეძლება.