04.07.2014
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან
ნატრიაშვილი და სამინისტროს
საგანმანათლებლო და სამეცნიერო
ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს
უფროსი გრიგოლ გაგოშიძე ევროპის
განვითარების ბანკის წარმომადგენელს მაილს რაგუზს
შეხვდნენ.
შეხვედრაზე
განიხილეს 2002 წელს მიწისძვრის
შედეგად დაზიანებული თბილისის
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული
საჭიროებები და ევროპის
განვითარების ბანკთან თანამშრომლობის
პერსპექტივა. მხარეები ინფორმაციის
გაზიარების ფორმატსა და დამატებით
სამუშაო შეხვედრებზე შეთანხმდნენ.