"ევრო-მასტერი" კომპანია "ჯეოტურანისა" და საზოგადოებრივი კოლეჯის `სპექტრი~ ერთობლივი პროექტია, რაც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას კოლეჯში, სტუდენტების სერტიფიცირებას, დატრენინგებას, გადამზადებას და მათ დასაქმებას „ევრო-მასტერში“, სადაც კურსდამთავრებულები ინოვაციური აღჭურვილობის გამოყენებით, მარტივს და პროდუქტიულს გახდიან სერვისულ მომსახურებას. „ჯეოტურანი “ 2013 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ კოლეჯთან „სპექტრი“ და ჩართულია პროფესიული განათლების სისტემის განვითარების პროცესში. პროექტი „ევრო-მასტერი“ კარგი მაგალითია კერძო და სახელმწიფო სექტორის პარტნიორული თანამშრომლობის.
გამოფენაზე, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა წარმოდგენილი იყო `ჯეოტურანის~ პარტნიორი ევროპული კომპანიების პროდუქციებიც და ყველა ის ტექნოლოგიები და უახლესი ლაბორატორები, რომელთა პრაქტიკაში დამკვიდრება და ექსპლუატაციაში შესვლა, რეალურად იქნება უპრეცედენტოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ხარისხიანი მშენებლობის საქმეში.