წარმოგიდგენთ დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის (საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) გასაუბრების გრაფიკს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 07-09 ოქტომბერს (ახალქალაქი) და 2014 წლის 10, 11 ოქტომბერს (ახალციხე, ასპინძა, ადიგენი). გთხოვთ იხილოთ მიბმული ფაილი.
ქალაქ ახალქალაქისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ახალქალაქი, მ. მაშტოცის ქ. N33.
ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის, დაბა ასპინძისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის, დაბა ადიგენისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უზნაძის N52 (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობა).