26.02.2010
პრეზიდენტის მიერ ბათუმში პედგოგებთან შეხვედრისას გაჟღერებული ინიციატივების საფუძველზე გრძელდება სკოლებში მოსწავლეთა თვითმართველობის არჩევნები.
”ევროპულ სკოლაში” დღეს პარლამენტის თავმჯდომარე აირჩიეს. არჩევნებს წინ უძღოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფუძნება, სადაც თითოეულმა კანდიდატმა საკუთარი რწმუნებული დანიშნა და პარალელურად საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარადგინა. გამარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარე გივი კარბელაშვილი სკოლის ბიუჯეტიდან ყოველთვიურ ხელფას მიიღებს 150 ლარის ოდენობით.
სკოლებში ამგვარი აქტივობების მიზანია დამოუკიდებელი, აქტიური და თავისუფალი ახალგაზრდობის ჩამოყალიბება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა თვითმართველობის შექმნა ბავშვებს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთონ სკოლის მართვაში, დაიცვან საკუთარი უფლებები, დამოუკიდებლად დაგეგმონ სხვადასხვა აქტივობები.