მრგვალი მაგიდის ფორმატში, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მარტე სეილე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ლატვიისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებს გაეცნენ.
სამუშაო შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის განათლების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, ისაუბრეს არსებულ ერთობლივ პროექტებსა და სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებზე.