აღნიშნული ვიზიტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადენაუერის ფონდს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
ქართულ დელეგაციას შეადგენდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოში ადენაუერის ფონდის წარმომადგენლები.
შეხვედრები გაიმართა გერმანიის სამოქალაქო განათლების ინსტიტუციურ ორგანიზაციებთან: სამოქალაქო განათლების ფედერალურ და რეგიონულ ბიუროებთან, საუნივერსიტეტო წრეებთან და სამოქალაქო განათლების დამოუკიდებელ ექსპერტებთან.