ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა და მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს საქართველოს განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრაზე მონაწილეებმა 2014 წლის განმავლობაში დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები განიხილეს, ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დაგეგმილი პროგრამების განხორციელების თაობაზე.