ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო ახორციელებს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ENER2i პროექტს (www.ener2i.eu), რომლის მიზანია ევროპის სამეზობლო ქვეყნებსა (ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო და სომხეთი) და ევროკავშირის ქვეყნებში (ავსტრია გერმანია, უნგრეთი) განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საკითხებზე მომუშავე უნივერსიტეტებს, სამეცნიერო კვლევით ცენტრებსა და მრეწველობას შორის ურთიერთ-თანამშრომლობის ხელშეწყობა პარტნიორების მოძიების, ცოდნის ამაღლების ეროვნული თუ საერთაშორისო ღონისძიებების, ურთიერთანამშრომლობის ხელშეწყობისა ინოვაციური ვაუჩერების სქემების ჩამოყალიბების საშუალებით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოში მოღვაწე მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ინოვაციებთან განახლებადი ენერგიის სფეროში და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასთან გამოცხადდა ინოვაციური ვაუჩერების (4000,00 ევრო) საგრანტო კონკურსი.
კონკურსის მიზანია ინოვაციური პროექტების ინიცირება განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის დარგში პირდაპირი ფინანსური მხადაჭერის გზით პროექტის განვითარების ადრეულ ეტაპზე. მცირე და საშუალო საწარმოებს, მათ შორის დამწყებ (Start-ups) და შვილობილ (Spin-offs) კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა დაუკვეთონ სამეცნიერო-კვლევითი მომსახურება, რომელიც აუცილებელია მათი პროექტების განსახორცილებლად, რაც ამავდროულად ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაძლიერებას სამეცნიერო ორგანიზაციებთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის (კონკურსის პირობები & სააპლიკაციო ფორმის შევსების წესები) გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული დოკუმენტები ანდა ეწვიოთ ქვემოთ მითითებულ ლინკს: http://www.ener2i.eu/innovation_vouchers/georgia;