სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის: „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს“ პროექტი, რომელიც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან. ასევე იქნა განხილული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სწავლებისა და მეცნიერული კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტასა და მოგვარებას. საბჭომ ასევე იმსჯელა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის საკითხზე და სხვ.
რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყევტილებები. აღნიშნულ რეჯიმში საბჭო მომავალშიც გეგმავს შეხვედრების ორგანიზებას და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი თემების განხილვას.