საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია „World Vision”-ს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და World Vision საქართველოს პროგრამების დირექტორმა ეკა ჟვანიამ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და WVG-ს შორის თანამშრომლობა და სკოლამდელი განათლების სფეროს მხარდასაჭერად ერთობლივი პროექტების განხორციელება მომავალი სამი წლის განმავლობაში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:
ორგანიზაცია „World Vision“ საქართველო აქტიურად იყო ჩართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლამდელი განათლების სფეროს მხარდასაჭერად განხორციელებულ ღონისძიებებში. კერძოდ, სასკოლო მზაობის პროგრამისა და ადრეული და სკოლამდელი განათლებისა და განვითარების სტრატეგიის მომზადების პროცესში, სფეროს სპეციალისტებისათვის გამართული სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზების, საქართველოს რეგიონებში სკოლამდელი განათლების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებაში.