პრეზენტაციაზე განიხილეს 2013 წლის გაზაფხულზე, USAID/G-PriED პროექტის მიერ მოპოვებული საბაზისო მონაცემების ანალიზი, ასევე მათემატიკასა და ლიტერატურაში დადგენილი ეროვნული ნორმები; დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია იმ წვლილის შესახებ, რომელიც USAID/G-PriED პროექტმა შეიტანა დაწყებითი კლასის მოსწავლეთა უნარების გაძლიერებაში მათემატიკასა და ლიტერატურაში. დადგენილი ეროვნული ნორმები მომავალში დაეხმარება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზუსტად განსაზღვროს დაწყებითი კლასის მოსწავლეების განსწავლულობის დონე მათემატიკასა და ლიტერატურაში.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო საბოლოო შეფასების პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტების მიმოხილვას.
USAID/G-PriED პროექტი - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო/საქართველოს დაწყებითი განათლების 5 წლიანი პროექტია (2011-2016). მისი ბიუჯეტი 8.7 მილიონი აშშ დოლარია და მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს დაწყებითი განათლების სისტემას გააუმჯობესოს ქართველი და ეთნიკური უმცირესობების სკოლის მოსწავლეთა უნარები ლიტერატურასა და მათემატიკაში 122 საპილოტე სკოლაში. აღნიშნული პროექტი, სრულად შეესაბამება მთავრობის რეფორმებს შეიცვალოს განათლების სისტემა და მასწავლებელზე-ორიენტირებული მოდელიდან გადავიდეს მოსწავლეზე-ორიენტირებულ მოდელზე.
USAID/G-PriED პროექტის შედეგების შეფასება გახორციელდა მენდეზ ინგლენდ და ასოციაციის (ME &A) მიერ ჩიკაგოს უნივერსიტეტთან არსებულ კვლევით ინსტიტუტთან (NORC) პარტნიორობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, G-PriEd მომავალშიც გეგმავს განათლების სისტემის ძირითადი კომპონენტების გაძლიერებას მასწავლებელთა ტრენინგების, მათი პროფესიული განვითარების და საკლასო ოთახებში დიაგნოსტიკური შეფასებების გზით. პროექტის მეშვეობით მოხდება სკოლებში ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მაქსიმალურად უზრუნველყოფა, ხოლო საზოგადოებების და მოქალაქეების მხრიდან მეტი ჩართულობა.