შეხვედრის დროს წარმოდგენილი იქნა პროგრამის „მომავლის თაობა“ პრეზენტაცია, ხოლო პროგრამაში ჩართულმა მოსწავლეებმა სტუმრებს თავად გააცნეს საზოგადოების სასარგებლოდ მათ მიერ განხორციელებული პროექტები და ინიციატივები.
შეხვედრას პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის „ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის“ და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო პროგრამა „მომავლის თაობა“, რომელსაც ახორციელებს PH International-საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით. პროგრამა დახმარებას გაუწევს 480 სკოლას საქართველოს ყველა რეგიონში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლები მიიღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებსა და სხვა სასწავლო რესურსებს, მიმდინარეობს პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, პროგრამა მხარს უჭერს მოსწავლეებს და პედაგოგებს სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში.