შეხვედრის მიზანი იყო აისოს სტანდარტებით სერტიფიცირების შესაძლებლობის განხილვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
შეხვედრის ორგანიზატორ გერმანიის თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (GIZ) სამინისტრო წლებია წარმატებით თანამშრომლობს პროფესიული განათლების სტრატეგიის განვითარების პროცესში. ამ ეტაპზე თანამშრომლობა ხორციელდება პროფესიული სასწავლებლების ინტიტუციური ხარისხის გაძლიერების კუთხით. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო სტანდარტებისა და იმ გამოცდილებების დანერგვას საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ინსტიტუციებში, რომელიც საერთაშორისო დონეზე არსებობს.
ISO 29990 (International Standardization Organization) ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტია. ამ სერტიფიკატის ფლობა უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას საერთაშორისო ნორმებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, გერმანიის თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციისა (GIZ) და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.